OKAY BEAR – NFT კოლექცია, რეკორდული გაყიდვებით

OKAY BEAR არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT კოლექცია სოლანას ბლოკჩეინზე, რომელიც გაიყიდა 2022 წლის 17 აპრილს MagicEden-ზე. მისი ღირებულება პირველადი გაყიდვისას შეადგენდა 1.5 SOL-ს (Minting price). შემქმნელები კოლექციაზე 5 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. გუნდის მთავარი მიზანი, წარმატებული NFT კოლექციის შექმნის გარდა, სოლანას სივრცეში ძლიერი და აქტიური ქომუნითის ჩამოყალიბება იყო. 10 000-იანი  დათვის მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ ექსკლუზიური წვდომა მოიპოვოთ სივრცეში, სადაც გუნდის წევრებთან ერთად შექმნით საინტერესო, მყარ ქომუნითის. პროექტი მოიცავს IRL (in real life) მოვლენებს, კოლაბორაციას სხვადასხვა გლობალურ ბრენდებთან, ასევე ისეთი ბენეფიტების გაცემას, რომელიც აქამდე არცერთ სხვა კოლექციას არ ჰქონია.

OKAY BEAR  არის პროექტი,  რომელიც გაძლევთ შანსს აისრულოთ ოცნებები. ეს სულაც არ არის გადაჭარბებული პათოსი, არამედ რეალური ფაქტია. დამფუძნებლების ძალისხმევის შედეგია ის, რომ OKAY BEAR-ის მფლობელებს შეუძლიათ შეხვდნენ მათთვის საყვარელ სპორტსმენებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, ციფრული სამყაროს წარმომადგენლებს, მიიღონ ფასდაკლებები ციფრული ხელოვნების ინდუსტრიაში. პროექტის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს გახლავთ – რეალური ბენეფიტები და არა უბრალოდ ერთჯერადი ჰაიპი, რომლის უკან მხოლოდ დროებითი ეიფორია დგას.

OKAY BEAR NFT

OKAY BEAR არის ჩვეულებრივი ადამიანების მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი, გამარჯვებულთა და დამარცხებულთა, გმირთა და ბოროტმოქმედთა სამყაროში შექმნილი ქომუნითი, რომელსაც შეუძლია ციფრულ სამყაროში გადაიტანოს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე ის პროცესები, რომლებიც ადამიანებისთვის რთულად წარმოსადგენია და ასე ანახოს ყველას, რომ შესაძლებელია WEB 3-მა კონკურენცია გაუწიოს ფიზიკურ სივრცეს. ის არის ქომუნითზე ორინტირებული ბრენდი, რომლის მთავარი მიზანი სიკეთის კეთება და ადამიანებისთვის შესაძლელობების მიცემაა. 

OKAY BEAR NFT

ბრენდი შექმნილია სიკეთის კეთების მიზნით, ამის განსახორციელებლად კი დამფუძნებლებს სჭირდებათ ისეთი ქომუნითი, რომელიც გაიზიარებს მათ იდეას და დაეხმარება ამ უმნიშნელოვანესი გეგმების განხორციელებაში. OKAY BEAR თავის ქომუნითისთან ერთად ქმნის მსოფლიოში წამყვან WEB 3 ბრენდს.

მარკეტინგული ხრიკები

OKAY BEAR-მა პარტიზანული მარკეტინგის ტექნიკით მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდის სახელი სოლანა NFT სივრცეში, ის იყო სოლანას  პირველი პროექტი, რომელიც ლიდერობდა მეორად ბაზარზე opensea-ზე 24 საათის განმავლობაში, გადაყიდვების მოცულობამ 18 მილიონ დოლარს გადააჭარბა (564,263 SOL), რაც აღემატებოდა ისეთ დიდ ეთერიუმის NFT პროექტებს როგორებიცაა: VeeFriends, Bored Apes Yacht Club (BAYC) და MoonBirds. 

პროექტის წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად აუცილებლად უნდა  განვიხილოთ ის მარკეტინგული ხრიკები და გზები, რითიც შეძლეს გამხდარიყვნენ ყველაზე პოპულარული კოლექცია სოლანას ბლოკჩეინზე. 

OKAY BEAR ქომუნითისთან კომუნიკაციის დასამყარებლად ტვიტერს, დისქორდს და ინსტაგრამს იყენებს, დისქორდი და ტვიტერი NFT სივრცეში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებად ითვლება. სოციალური არხების და მარკეტინგული ხრიკების დახმარებით მათ შეძლეს დაეწყოთ და განევითარებინათ როგორც პროექტი, ასევე ქომუნითი. ერთ-ერთი მარკეტინგული ხერხი რომელსაც აქტიურად მიჰყვებიან ინფლუენსერ მარკეტინგია. 

ინფლუენსერ მარკეტინგი

ინფლუენსერ მარკეტინგი არის ის, რასაც ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანების გადაწყვეტილებებზე. ინფლუენსერები ადამიანებისთვის ასოცირდებიან საკითხის ექსპერტებთან, რის გამოც მათი შეხედულება მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. OKAY BEAR-ის გუნდმა სწორ დროს, სწორი ინფულენსერების დახმარებით ისეთი ჰაიპის შექმნა მოახერხა, რომ ათიათასობით ადამიანი პროექტის შექმნიდან დაახლოებით ერთ თვეში  მხოლოდ OKAY BEAR – ზე საუბრობდა. ადამიანები პროფილის ფოტოდ ტვიტერზე დათვებს იყენებდენ. დამფუძნებლებმა ირგვლივ შემოიკრიბეს WEB 3, Blockchain და NFT  სამყაროში გათვითცნობიერებული ადამიანები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ქომუნითის სხვა წევრებში.  OKAY BEAR-მა შეძლო გადაელახა უფსკრული ეთერიუმსა და სოლანას ბლოკჩინზე არსებულ NFT პროექტებს შორის და მოახერხა ეთერიუმის პროექტებზე მომუშავე გავლენიანი ადამიანების გადმობირება. მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმიც და სოლანაც ორივე ბლოკჩეინის სისტემაზეა აგებულია, საოცარ კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, რაც დამეთანხმებით, რომ კარგიცაა ორივეს განვითარებისთვის. 

ვფიქრობ, საინტერესო იქნება გაგაცნოთ OKAY BEAR-ის პროექტში ჩართული ინფუენსერები:

  • FaZe Banks  –  FaZe Clan _ის დამფუძნებელი,  Rollbit-ის პარტნიორი – 2,8M გამომწერი 
  • Alex Becker– NEO Tokyo City თამაშის შემქმნელი –  828.5K გამომწერი
  • CryptoGodJohn –  ინვესტორი, კრიპტო და  NFT ენთუზიასტი – 40,1K გამომწერი
  • EddyisKongz–   ფინანსური მრჩეველი – 87,3K გამომწერი
  • Nate Rivers –  95,7K გამომწერი
  • TheS◎Lstice71K გამომწერი
  • HGE.SOL40K გამომწერი
OKAY BEAR COLLECTION

ახალი პროექტები საზოგადოებაში ინტერესის გასაღვივებლად ხშირად ერთსა და იმავე ხერხებს მიმართავენ, თუმცა ყოველთვის დგება ინოვაციის საჭიროება. Okay Bear – მა შემდეგ ხერხს მიმართა. გუნდმა დაიწყო ვაითლისტის გათამაშება. მონაწილების პირობების მიხედვით კი ტვიტერის პროფილზე უნდა დაგეყენებინათ პროექტის მთავარი ფოტო. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში, აღწერაში უნდა მიეთითებინათ #WEAREOKAY და მოენიშნათ OKAY BEAR ტვიტერის ოფიციალური გვერდი. ამ წესების შესრულების შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით იღბლიანი მონაწილე მიიღებდა ვაითლისტს. 

წარმოიდგინეთ შედიხართ ტვიტერზე და ათასობით ადამიანი პროფილის ფოტოდ ერთი და იმავე ვიზუალს იყენებს. დარწმუნებული ვარ დაინტერესდებოდით რა ხდება და რატომ? ვიზუალური აღქმით ადამიანების დაინტერესება, მათ ფსიქოლოგიაზე ზეგავლენის მოხდენა ერთ-ერთი წარმატებული მარკეტინგული ხრიკია, რითიც პროექტის შემქმნელებმა შეძლეს პირველადი ინტერესესის გამოწვევა და ფრაზა #WEAREOKAY უკვე კოლექცია OKAYBEAR-თან ასოცირდება. ვიცი რომ ხმაღალი განაცხადია, მაგრამ ფაქტია, მათ ეს შეძლეს.

WAGBO

ასევე ძალიან კრეატიული კამპანია წამოიწყეს შემდეგი გათამაშებისთვისაც. ადამიანებს ვისაც სურვილი ქონდათ მოეგოთ კოლექციის ვაითლისტი უნდა გდაეღოთ ფოტო იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებოდნენ, პოსტში მიეწერათ ქვეყნის გამომსახველი დროშა და მოენიშნათ OKAY BEAR.  ამით ისინი  მარტივად მიხვდებოდნენ მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში გამოიწვია კოლექციამ ინტერესი და ჰაიპმა როგორ იმუშავა. მათი კამპანიის სლოგანი იყო WAGBO – We are gonna be OKAY!

 

დიდი ინტერესიდან გამომდინარე, სამი დღის ვადაში 300 ცალი ვაითლისტის ნაცვლად  600 ვაითლისტი გათამაშდა. აღნიშნული კამპანიები ძალიან ეხმარებოდა კოლექციას დინამიური პროცესების შექმნაში, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა, მნიშვნელოვანია სტაბილური  კომუნიკაციაც. OKAY BEAR-ის დამფუძნებლებიც სწორედ ასე იქცეოდნენ, ინარჩუნებდნენ სტაბიულურად ხშირ, ყოველდღიურ კავშირს ქომუნითის  წევრებთან დისქორდის და ტვიტერის მეშვეობით, აცნობდნენ სიახლეებს და სამუშაო პროცესს.  AMA (ask me anything) შეხვედრებით ეწყობოდა დისკუსია: რა მოწონს მომხარებელს პროექტში, რას ისურვებდნენ სამომავლოდ და რა მოლოდინები ჰქონდათ და ა.შ.  

ამ  მარკეტინგული კამპანიების წყალობით, მოახერხეს ათიათასობით ადამიანის დაინტერესება თავიანთი კოლექციით და შედეგად რამდენიმე საათში მთლიანი კოლექცია გაიყიდა. ამ ჰაიპის წყალობით შეიქმნა დიდი, ძლიერი ქომუნითი, რომლებმაც გადაწყვიტეს დამფუძნებლებთან ერთად გაერგძელებინათ გზა, გზა წარმატებისა და საინტერესო მომასვლისკენ. პროექტის დამფუძნებლებისთვისაც კი მოულოდნელი იყო ეს შედეგი. ამიტომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუწიათ მუშაობა, საჭირო გახდა პროექტის დამფუძნებლების პირადად შეკრება სიდნეიში, რათა შემდგომი ნაბიჯები განეხილათ. დამღლელი და საოცარი 24 საათის შემდეგ ტვიტერ სფეისებში დაიწყეს საუბარი OKAY BEAR კოლექციაზე, განიხილავდენენ არა მხოლოდ პროექტს, არამედ პროექტის დამფუძნებლებს: ვინ არიან? რა გამოცდილება აქვთ? როგორ შეძლეს წარმატებული კოლექციის შექმნა და დიდი ქომუნითის შეკრება?

OKAY BEAR-ის შემქნელებმა მოახერხეს და მონაწილეობა მიიღეს სოლანას მთავარ ღონისძიებაზე, OKAY BEAR იყო ერთადერთი NFT პროექტი რომელიც იღებდა მონაწილებას და მიეცა საშუალება ესაუბრა პროექტის სამომვალო გეგმებზე. (იხ. ვიდეო)

კომპანიებთან თანამშრომლობა

კოლექციის გაყიდვიდან ხუთ კვირაში უკვე დაიწყო რეალური შეხვედრები სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან და მიზნისკენ რეალური ნაბიჯების გადადგმა. ისეთ დიდი კომპანიებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს როგორიცაა: IKONICK, AUDIUS, HEIR და სხვა. მოდით ვისაუბროთ რისი მიღწევა შეძლეს რეალურად ამ კომპანიებთან კოლაბორაციით.

პირველი კომპანია, რომელთან თანამშრომლობაც დაიწყეს ეს იყო ციფრული ხელოვნების წამყვანი ბრენდი IKONICK. 2016 წელს დაარსებული კომპანია დღეს უკვე ციფრული ხელოვნების წამყავნ ბრენდად ითვლება მსოფლიოში. კომპანია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან და ადამიანებთან როგორიცაა: NBA, Monopoly, Michael Jordan, Muhammad Ali და Gary Vee.  მათი ნამუშევრები გამოფენილია ათასობით სახლსა თუ საგამოფენო სივრცეში  და სწორედ ამ კომპანიასთან მოახერხა OKAY BEAR – მა  კოლაბორაცია. OKAY BEAR – ის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებით ყველა იმ ნამუშევარსა და გამოფენაზე, რომელსაც IKONICK მოაწყობს.

AUDIUS 

OKAY BEAR  და AUDIUS გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ Audius storefront. OKB-ის მფლობელებს, რომლებიც არიან Audius-ის წევრები, ახლა შეუძლიათ უშუალოდ ჩაერთონ ახალი მუსიკის შექმნაში, დაუკავშირდნენ სხვა მფლობელებს, რომლებიც არიან მუსიკოსები ან მუსიკის მოყვარულები და დაუსვან კითხვები პირდაპირ Discord-ის მეშვეობით. ეს კონკრეტული კოლაბორაცია მუსიკით დაინტერესებული ადამიანების ერთმანეთთან მარტივად დაკავშირების საშუალებას იძლევა. W.A.G.B.O.

შემდეგი კომპანია იყო Heir, რომელიც ქმნის პლატფორმას სპორტის მოყვარულებისთვის, ამ პლატფორმის მეშვეობით გულშემატკივრებს შეუძლიათ დაუკავშირდენენ თავიანთ საყვარელ სპორტსმენებს. კომპანია Heir-ის  და OKB-ის კოლაბორაციით HEIR-ის NFT კოლექციის ZO’S NFT მფლობელები შექმნიან ახალ NFT კოლექციას ZOBEAR NFT. კოლექცია, გაიყიდება MAGICEDEN-ზე აუქციონის სახით. შემოსული თანხა კი მოხმარდება საქვველმოქმედო მიზნებს. 

წარმატებული კოლაბორაციების შემდეგ დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს საკმარისი არ არის, კიდევ მეტის გაკეთების საშულება და სურვილი აქვთ, ძლიერი ქომუნითის გვერდში დგომით არც ექპერიმენტზე უთქვამთ უარი და პირველად NFT  სამყაროში ნუმიზმატიკური ექპერიმენტალური ოქროს მონეტების კოლექცია გამოუშვეს. 10,000  ცალი მონეტა, რომლის გამოსყიდვას 2022 წლის მეოთხე კვარტალში შეძლებთ და მისი ღირებულება ოქროთი განისაზღვრება, ოქროს მინიმუმი წონა 10 გრამია. OKB-ს აქვს ოქროს მარაგი, რომელიც ავსტრალიაში ერთ-ერთ დაცულ საწყობში ინახება, თქვენს მიერ შესყიდული მონეტებიდან პირველი 8 კვირის განმავლობაში შემოსული თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ორგანიზაციას OKAY CARE-ს. 

OKAY BEAR COIN

Okay Bear-ს დღეს შედარებით რთული პერიოდი აქვს საწყისი ფასი განახევრდა აგვისტოს პირველ ნახევარში და ქომუნითის წევრები უკმაყოფილოები არიან ნელი პროგრესით. მიუხედავად კარგი სტარტისა, ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს Okay Bear-მა, რომ ნამდვილად Blue Chip არის  და რომ მათი პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო მეტ საინტერესო ნაბიჯებს გადადგამს. იმის გათვალისწინებით რა შემოსავალიც მიიღეს გაყიდული კოლექციიდან და მეორადი გადაყიდვებიდან (5 მილიონ დოლარზე მეტი), ქომუნითის წევრებს ბევრად მეტის მოლოდინი უჩნდებათ, მიღწეული შედეგები მხოლოდ აისბერგის წვერია, თუ მხოლოდ ამით დაკმაყოფილედნენ და რამე გრანდიოზული არ შემოგვთავაზეს უახლოეს მომავალში, ის ეტაპობრივად დაიცლება მხარდაჭერებისგან და გაქრება, როგორც NFT პროექტების უმრავლესობა. ამ ეტაპისთვის კი მოდით ნუ გამოვიტანთ წინასწარ განაჩენს, თვალი ვადევნოთ და დაველოდთ მოვლენების განვითარებას. 

ვინ დგას OKAY BEAR-ის უკან?

საინტერესოა ვინ არიან ამ კოლექციის შემქნლები. მთავარი ადამიანები, ვინც მოიფიქრა და დაიწყო იდეის განხორცილება, იბრძოლა და მიისწრაფვის დასახული მიზნისკენ.

  • Kais – დიდი გამოცდილება აქვს გრაფიკულ დიზაინში, ხელოვნების ისტორიასა და ბრენდინგში . უმუშავია ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: Unicef, United Nations, Unilever, Greenpeace, Ford, Dell და Olympus. 
  • Suby –  მუშაობდა  დიზაინის საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც ჩართულია NFT კოლექციების შეგროვებასა და ანალიზში. მუშაობს WEB 3-ის  განვითარებაზე. 
  • RIO – DIGITAL ARTIST – უმუშავია ისეთ დიდ პროექტებზე როგორიცაა: Legends of Runeterra, Smite Games და Clash Royale და ფილმები, როგორიცაა: Cinderella, Halfworlds, Grisse და May the Devil Take You
  • MANDY -ILLUSTRATOR- სახვით ხელოვნების მაგისტრის დასრულების შემდეგ, თანამშრომობდა საერთაშორისო ფინანსურ და სათამაშო ინდუსტრიის კომპანიებთან, ამის შემდეგ კი შეურთდა OKB-ის გუნდს და დღემდე აგრძელებს მათთან ერთად პროექტის განვითარებაზე ზრუნვას. 
  • MOONY – LLUSTRATOR – მუშაობდა საბავშვო წიგნებისა და პროდუქტების ილუსტრაციებზე 
  • RAMA – CONCEPT ARTIST – გამოცდილი გრაფიკული დიზაინერი, რომელმაც შეიმუშავა ორიგინალური IP ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
  • TEEQ – WEB DEVELOPER – მუშაობდა დიზაინსა და კრეატიულ პროექტებზე, მათ შორის UX, UI და Web development  გლობალური სტარტაპებისა და სამთავრობო უწყებებისთვის.
  • DEVID – FULL-STACK DEVELOPER – კომპიუტერულ მეცნიერებაში მაგისტრის გარდა, დევიდს დიდი გამოცდილება აქვს ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების განვითარებაში აზიის მასშტაბით, მათ შორის სამთავრობო და ელექტრონული კომერციის პროექტებში.
  • GG– GAME DEVELOPER –  უმუშავია რამოდენიმე წარმატებულ NFT კოლექციაზე, დიდი გამოცდილება აქვს თამაშების შექმნის და განვითარების სფეროში. 
  • SHOEVAN– SOFTWARE ENGINEER – თვითმფრინავის ინჟინერი დღისით, WEB 3 დეველოპერი ღამით. NFT საზოგადოების წარმატებულ პროექტებზე დაყრდნობით, შოვენი მუდმივად ცდილობს განავითაროს web3 უნარები. 

ბოლოს…

ახლა კი როდესაც გაიცანით OKAY BEAR-ის  გუნდი, ალბათ ხვდებით – რომ არა ეს ადამიანები, მათი გამოცდილება, შრომა, რწმენა და მიზნისკენ სწრაფვა ვერ შეძლებდნენ მიეღწიათ ასეთი დიდი წარმატებისთვის. სულ რამოდენიმე თვეა გასული პროექტის ჩაშვებიდან და ისინი დღესაც აქტიურად მუშაობენ იდეის განვითარებასა და განხორციელებაზე, პროექტი დღემდე ყურადღების ცენტრშია, არა მხოლოდ მათი ქომუნითის, ზოგადად NFT სამყაროთი დაინტერესებული ადამიანების მიერ.

თქვენთვის, ვინც აპირებთ შეუერთდეთ NFT სამყაროს როგორც შემქმნელები ან თუნდაც გახდეთ რომელიმე საზოგადოების წევრი, დარწმუნებული ვარ უკვე ხვდებით რომ პროცესი მოითხოვს  დაუღალავ შრომას, მოტივაციას და რწმენას. მნიშვნელოვანია,  გჯეროდეთ იმის რასაც აკეთებთ. 

სახალისო ფაქტი: OKAY BEAR-ის წარმატების კვალდაკვალ გამოჩნდა Not Okay Bears, რომელიც ეთერიუმის ბლოქჩეინზე განთავსდა და  24 საათში მეორადი გადაყიდვებით 4000 eth (500,000$) ივაჭრა. მათი სლოგანი არის: It’s okay not to be okay. შემოსული თანხის 20% შესწირეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდს. 

სოციალური არხები:

სავაჭრო პლატფორმა:

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter