Ledger Nano S – ცივი კრიპტო საფულე
კრიპტო საფულეები გამოიყენება ციფრული აქტივების: კრიპტოვალუტების, ტოკენებისა თუ NFT-ების შესანახად და ტრანზაქციების განსახორციელებლად. მათ აქვთ შესაბამისი გასაღებები – პაროლები, რომლებიც შედგება რიცხვებისა და სიმბოლოებისგან, და სწორედ ეს გაძლევთ წვდომას თქვენს საფულეზე.
ცივი საფულე (Cold Wallet) კრიპტო საფულეა, რომელიც არათუ ვირტუალურად ინახავს აქტივებს, არამედ არის ფიზიკური მოწყობილობა, რომელშიც განთავსებულია თქვენი კრიპტოვალუტა ოფლაინ რეჟიმში. როდესაც ვამბობთ, კრიპტო საფულე ინახავს ან მათზე განთავსებულია აქტივები, რეალურად ვგულისხმობთ იმას, რომ საფულეები ინახავენ წვდომას თქვენს აქტივებზე. აქტივები კი თავის მხრივ შენახულია ბლოკჩეინზე. ანუ ტექნიკურად თქვენი აქტივები ცივ საფულეში არაა მოთავსებული, ისინი ბლოკჩეინზე ინახება. ცივი საფულის როლი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ის ინახავს წვდომას ბლოკჩეინზე, რომელიც გაკავშირებთ კონკრეტულ ლეჯერში, სადაც სწორედ თქვენი აქტივებია განთავსებული.თქვენი აქტივების ცივ საფულეში შენახვა, გულისხმობს იმას, რომ ისინი ხაზგარეშე არიან, ანუ კავშირი არ აქვთ ინტერნეტთან, რაც ჰაკერული თავდასხმების რისკებს ამცირებს. სწორედ ასეთ საფულეს მიეკუთვნება Ledger Nano S.
Ledger Nano S – არის კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ მარტივად მოათავსოთ ჯიბეში. მისი დიზაინი ჩვეულებრივი USB ფლეშის მსგავსია, გამოყენება კი საკმაოდ მარტივია.
ყველაზე მოსახერხებელი გზა ლეჯერის მოწყობილობაზე არსებული კრიპტო აქტივების მართვისთვის არის Ledger Live. ის ხელმისაწვდომია როგორც კომპიუტერისთვის, ასევე სმარტფონისთვის, მაგრამ მობილური აპლიკაცია ფუნქციონირებს მხოლოდ ანდროიდ მოწყობილობებზე. კომპიუტერთან დასაკავშირებლად საჭიროა მესამე მხარის OTG (On The Go) USB კაბელი.
Ledger Live გთავაზობთ ყველა სტანდარტულ ფუნქციონალს, როგორიცაა მაგალითად ნაშთების შემოწმება ან აქტივების გაგზავნა და მიღება. თუმცა ამას გარდა, ის ასევე გთავაზობთ სხვა საინტერესო ფუნქციებსაც, როგორიცაა SegWit ტრანზაქციები, გაცვლითი ინტეგრაციები და გაფართოებული საჯარო გასაღების (xpub – extended public key) ექსპორტის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ Ledger Nano S-ს ასევე მხარს უჭერს Binance DEX. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ მრავალი აქტივი Ledger Live-ში, ზოგიერთი ქოინი მაინც მოითხოვს მესამე მხარის საფულის (phantom, metamask…) პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას.
Ledger Nano S-ის მცირე ნაკლი არის ფლეშ მეხსიერების სიმცირე. მაგალითისთვის, თუკი გსურთ კრიპტოვალუტის ტრანზაქცია , თქვენ უნდა დააინსტალიროთ კონკრეტული კრიპტოსთვის საჭირო აპლიკაცია. იმის გამო, რომ თითოეულ ქოინს საკუთარი აპლიკაცია სჭირდება, თქვენ ერთდროულად მხოლოდ რამდენიმეს დაინსტალირება შეგიძლიათ. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აპის დეინსტალაციის შემდეგ ვერ შეძლებთ ტრანზაქციების კვლავ განხორციელებას მანამ, სანამ აპს ხელახლა არ ჩამოტვირთავთ. აპის დეინსტალაცია არ იმოქმედებს თქვენს გასაღებებსა და აქტივებზე.
როგორ დავაყენოთ Phantom ბრაუზერ ექსთენშენი Ledger Solana (SOL) ანგარიშებზე წვდომისთვის.
ქვემოთ აღწერილია, თუ როგორ უნდა დააყენოთ და გამოიყენოთ Phantom ბრაუზერ ექსთენშენი (browser extension) თქვენი Ledger მოწყობილობით Ledger Solana (SOL) ანგარიშ(ებ)ზე წვდომისთვის.
სანამ დაიწყებთ დარწმუნდით, რომ:
- Solana (SOL) აპის უახლესი ვერსია დაინსტალირებულია თქვენს Ledger მოწყობილობაზე.
- დახურეთ Ledger Live, რადგან ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს Phantom extension-ს.
- Phantom-ს Firefox-ის ბრაუზერი არ უჭერს მხარს, ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ Chrome ან Brave ბრაუზერი.
მიჰყევით შემდეგ საფეხურებს:
1.გახსენით თქვენი ბრაუზერი და დააინსტალირეთ Phantom extension-ი.
2. აირჩიეთ Create New Wallet, დააკოპირეთ თქვენი 12-სიტყვიანი Phantom recovery ფრაზა.
თქვენი 12-სიტყვიანი Phantom-ის გასაღების აღდგენის ფრაზა არ ცვლის თქვენს 24-სიტყვიან Ledger-ის აღდგენის ფრაზას. დარწმუნდით, რომ მათ შეინახავთ უსაფრთხოდ.
3. აირჩიეთ პაროლი, დაადასტურეთ იგი (password, confirm), დაეთანხმეთ მომსახურების პირობებს და დააჭირეთ შენახვას (Save).
4. დაასრულეთ და გახსენით Phantom თქვენს ბრაუზერში.
5. შეაერთეთ თქვენი Ledger მოწყობილობა და გახსენით Solana (SOL) აპი თქვენს მოწყობილობაზე.
6. Phantom extension-ში გადადით პარამეტრებში (=) და აირჩიეთ საფულის დამატება/დაკავშირება.
7. აირჩიეთ საფულე (Connect hardware wallet) და დააჭირეთ გაგრძელებას (Continue).
აირჩიეთ საფულის მისამართი (Select wallet address), რაც გამოჩნდება თქვენს ბრაუზერში.
8. აირჩიეთ ნაგულისხმევი დერივაციის გზა (derivation path – 44’/501’/0′), გამოიყენეთ ჩამოსაშლელი მენიუ სოლანას ანგარიშის ასარჩევად და შემდეგ დააწკაპუნეთ ანგარიშის დამატებაზე (Add account).
თქვენი Ledger Solana ანგარიში დაემატა Phantom-ს.
თუ ვერ ხედავთ თქვენს Ledger Solana ანგარიშს, გთხოვთ, დაბრუნდეთ და აირჩიოთ სხვა დერივაციის გზა (different derivation path).
9. დააწკაპუნეთ მიღების ღილაკს (Receive) მისამართის შესაქმნელად.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მისამართი თქვენს Ledger Solana ანგარიშზე თანხების გასაგზავნად.
Ledger Nano S-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები
დადებითი:
- მხარს უჭერს ყველა ძირითად ბლოკჩეინს და სხვადასხვა ტოკენებს.
- მარტივი გამოსაყენებელია.
- ქოინები სწრაფად ემატება.
- მხარს უჭერს მრავალ ენას.
- ფასი ხელმისაწვდომია.
- ლეჯერი არის 2014 წელს ჩამოყალიბებული კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან საკმაოდ მყარად პოზიციონირებს ბაზარზე.
უარყოფითი:
- შეზღუდული შენახვის მოცულობა – ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე აპლიკაციის დაყენებაა შესაძლებელი.
- ნაკლებად მოსახერხებელია მობილურისათვის, Ledger Nano X-ისგან განსხვავებით.
- არათავსებადია iOS მოწყობილობებთან.
Ledger Nano S-ის ფასი
2020 წლის იანვრიდან Ledger Nano S 59 დოლარად იყიდება.
რეკომენდებულია, რომ USB საფულეები ყოველთვის შეიძინოთ პირდაპირ მწარმოებლისგან, ვინაიდან მეორადი USB საფულეების ყიდვა ზრდის პირადი გასაღებების კონფიდენციალურობის დარღვევის რისკს.
შეჯამება
ამრიგად, Ledger Nano S არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული USB საფულე, მისი ხელმისაწვდომი ფასისა და გამოყენების სიმარტივის გამო. მის განახლებულ ვერსიას, Ledger Nano X-ს, გააჩნია მეტი ფუნქციონალი, მაგრამ უფრო ძვირადღირებულია. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითა და დაბალი ფასის ალტერნატივით Nano S დღემდე მისაღებ არჩევანად რჩება.