The Catalina Whale Mixer

აქამდე უკვე მილიონობით NFT პროექტი და კოლექცია შეიქმნა, თუმცა მხოლოდ მათი მცირე ნაწილია წარმატებული. რატომ? ვინაიდან, NFT პროექტების წარმატების ფორმულას არ ვფლობთ, ამაზე ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით, თუმცა მოგიყვებით რა გზა განვლო ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პროექტმა – The Catalina Whale Mixer

წარმატებული პროექტის შექმნისთვის მთელი გუნდია საჭირო, Შეკრული გუნდი დაკომპლექტებული დეველოპერების, დიზაინერების, მარკეტერებისა და კრიპრო სამყაროთი დაინტერესებული ადამიანებისგან. Პროექტის შექმნის იდეის გაჩენის შემდეგ იწყება ფიქრი იმაზე, თუ რა შეუძლიათ მათ გააკეთონ განსხვავებული, რით დააინტერესონ ქომუნითი და რა ფორმით მიაწოდონ მათ პროექტის იდეა. Ამ კონკურენციამ ბევრი განსხვავებული სტილის პროექტის არსებობა გამოიწვია. Პროექტების, რომლებმაც ახალი სიტყვა თქვეს NFT სამყაროში. ამის მაგალითია  CATALINA WHALE MIXER, რომელიც არის 5555 ვიზუალისგან შემდგარი პროექტი, ის 2021 წლის 17 დეკემბერს შეიქმნა. მისი საწყისი ღირებულება 1 SOL – შეადგენდა. 4 წუთში  კი მთლიანი კოლექცია გაიყიდა და 24 საათში 16,000 სოლანას (2 მილიონი დოლარი)  მიღება შეძლო. რა სიგიჟეა არა? 

CATALINA WHALE MIXER – ის შექმნის მთავარი იდეა ღია საზოგადოების შემოკრებაა. ქომუნითის, რომელსაც არ სურს იცხოვროს ჩარჩოებში იმ დოგმებით, რომელიც  დღეს ჩვენს რეალურ სამყაროში არსებობს. ერთი სიტყვით,  სრულყოფილი ცხოვრება და რისკი მათი ცხოვრების მთავარი მიზანია. Რაც შეეხება პროექტის მთავარ გმირ ვეშაპებს ისინი ვნებიანი, აგრესიული, წარმატებისკენ მიდრეკილი, განსაკუთრებული ჯიშის კატალინა ვეშაპები არიან. Რატომ მაინცდამაინც ვეშაპები და რატომ რისკის მოყვარული საზოგადოება? საინტერესოა ასევე ისიც, ჯერ მსგავსი საზოგადოების შემოკრება გადაწყვიტეს და ამის შემდეგ გაჩნდა იდეა განსაკუთრებული ვეშაპების შექმნისა – თუ პირიქით. ამაზე პასუხი მხოლოდ პროექტის შემქმნელებმა იციან,  და სავარაუდოდ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩება NFT სამყაროში, თუმცა მგონია სახალისოც კია, როცა გაქვს ინტერპრეტირებისა და პროექტის ისტორიის შენეულად გაგების შესაძლებლობა.

Ktalina whale

Catalina whale mixer გლობალური მოძრაობაა, რომელიც ორიენტირებულია კოლექციასა და იმ ადამიანებზე, ვინც მის გარშემოა. პროექტმა აირჩია ქომუნითი და პირიქით ადამიანებმა აირჩიეს ეს პროექტი.

Როდესაც  Catalina Whale -ზე ვიწყებთ საუბარს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ Wagmi Beach პლატფორმა, რომელიც web 3-ში უფროსებისთვის დისნეის შექმნას აპირებს,  და როგორც დისნეიში Mickey Mouse ერთ-ერთ პირველი პერსონაჟი იყო, Wagmi Beach – ზე პირველი კოლექციად Catalina Whale გვევლინება.

Wagmi Beach

Როგორც უკვე ვთქვით პროექტი შექმნილია ღია საზოგადოებისთვის მათთვის ვისაც თავისუფლება, ბედნიერება და დოგმების გარეშე ცხოვრება უყვარს, ასეთი ადამიანები, როგორც წესი მოტივირებულ და მებრძოლი სულის მქონე პიროვნებებად გვევლინებიან, თუმცა მათაც სჭირდებათ იგრძნონ გვერდში დგომა და ის რომ სამყაროში არსებობენ ადამიანები, ვინც მათ საკუთარი სურვილების განხორციელებაში დაეხმარებიან. Catalina Whale-ის შემქმნელებმა ეს თავიანთ თავზე აიღეს, კარგად გაიაზრეს საკუთარი როლი ქომუნითის ცხოვრებაში და ამიტომ დაუღალავად მუშაობენ და ზრუნავენ ქომუნითს მოტივაციის ასამაღლებლად. და მაინც, რას აკეთებენ ისინი? სიურპრიზები, გათამაშებები, საჩუქრები, სიახლეები. ნათელი რომ მოვფინოთ მათ საქმიანობას, მინდა გაგაცნოთ რამდენიმე საინტერესო და კრეატიული ნაბიჯი, რომელიც  გადადგეს პროექტის დაწყებიდან დღემდე. 

Პირველი ყველაზე გავრცელებული ხრიკი, ინფლუენსერების ჩართვაა, იმ  ადამიანების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კრიპტო სამყაროთი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც იცნობთ ციფრულ ან რეალურ სამყაროში,  მისი აზრი და შეხედულება თქვენთვის მნიშვნელოვანი და დამაჯერებელია. იმდენად დამაჯერებელი, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. სწორედ ასეთი ადამიანი უწევს პროექტს რეკომენდაციას და გირჩევთ მასში ჩართვას, პირველ ეტაპზე თქვენში ამან მხოლოდ პროექტის მიმართ ინტერესი შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ეს დანიშნულება აქვთ ინფლუენსერებს NFT  სამყაროში, დაინტერესების შემდეგ იწყებთ ინფორმაციის მოძიებას პროექტის შესახებ, ეცნობით მათ სოციალურ ქსელებს და უერთდებით ქომუნითს. Აქ  კი უკვე პროექტის დამფუძნებლები ერთვებიან და ცდილობენ დისქორდში, ტვიტერსა და სხვა სოციალურ ქსელებში ისეთი გარემო შეგიქმნან, სადაც თავს კომფორტულად და მათ ნაწილად იგრძნობთ.

ვეშაპებმა ისეთი პირების შემოკრება მოახერხეს, როგორებიც არიან:

ეს მცირე ჩამონათვალია, თუმცა თუ გადახედავთ ამ ადამიანების საქმიანობას, მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი მონაწილეობა პროექტის განვითარებაში. 

Catalina Whale შემქმნელები ვეშაპების მფლობელებისთვის მუდმივად აწყობდნენ გათამაშებებს Wagmi Beach -ზე diamond fins პროგრამის საშუალებით. ეს ძალიან მარტივი პროგრამაა. რაც უფრო დიდ ხანს გაჩერდებით მათ პლათფორმაზე, საჩუქრის მოგების შანსები იზრდება. რაც შეეხება საჩუქრებს თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ: ბილეთები სპორტულ ღონისძიებებზე, ფესტივალებზე, სასმლის ვაუჩერები, VIP მოგზაურობა, როგორც IRL ასევე ვირტუალურ სამყაროში. ვეშაპები ეგზოტიკურ Mixer სამყაროში მოხვედრის საშვია. სამყაროში, სადაც შეგიძლია შეხვდეთ მუსიკისა და გართობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს და მათთან ერთად მოაწყოთ WEB 3 წვეულება. და ეს ყველაფერი არ არის, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა და წვდომა ყველა იმ პროექტზე, რომლის მასპინძელიც იქნება Wagmi Beach. 

Catalina Whale

პროექტის მიმდანარეობის დროს Მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კულტურის, კრიპტოს, ბიზნესის და გართობის ინდუსტრიაში მომუშავე წამყვან ბრენდებთან და ადამიანებთან. 

შემქმნელებმა Საშობაო მაგიაც კი გამოიყენეს თავიანთ პროექტში. შობის დილას გაღვიძებულ ქომუნითის წევრებს თავიანთ ციფრულ საფულეებში სიურპრიზები დაახვედრეს. Მუდმივად აწყობდნენ გათამაშებებს, სადაც თამაშდებოდა სხვადასხვა კოლექციის ვაითლისტები. ამ ჟესტით ისინი სხვა პროექტების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ, ვინაიდან  NFT  სამყარო საბოლოო ჯამში ერთ დიდ, მთლიან, ძლიერ ქომუნითს განასახიერებს.

Ჩემთვის ყველზე საინტერესო და მიმზიდველი გრანდიოზული გათამაშება – WHALE WARS გამოწვევების სერია იყო, რომელსაც ჰქონდა კონკურსის სახე, როგორც ვირტუალურ, ასევე რეალურ სამყაროში. ეს გათამაშება კი მხოლოდ ვეშაპების მფლობელისთვის იყო ხელმისაწვდომი. საჩუქრების გარდა, კოლექციის მფლობელებს ქულების დაგროვების და მოგების საშუალებაც ეძლევათ, ქულების გამოყენება DIAMOND FIN GAME-ში შეუძლიათ და დაგროვებული ქულებით Pod მწვერვალზე მიღწევის შანსიც კი ეძლევათ. Მწვერვალზე ასვლა ქულების დაგროვებითაა შესაძლებელი, რომელიც შეგიძლიათ გამოიმუშაოთ, როგორც DIAMOND FIN GAME -ის ასევე ზემოთ ნახსენები  კონკურსის საშუალებით. 

კონკურსი 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. თითოეულ კვირაში იყო ერთი ვირტუალური და მეორე რეალურ სამყაროში შესასრულებელი დავალება. კვირაში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც აირჩიეს 3 კრიტერიუმით. წარდგენა, კრეატიულობა და დრო. პრიზები და ქულებიც შესაბამისად მოპოვებული ადგილის მიხედვით გადანაწილდა.

  • 1 ადგილი- ბილეთები ლოს-ანჯელეს ლეიკერსის საშინაო მატჩზე, მოგზაურობის ჩათვლით, ფრენა, სასტუმრო და საშვი whale suite-ში. Ექსკურსია კატალინას კუნძულზე,  ვერტმფრენის ტური, გემრიელი სადილი და 30 ქულა. 
  • 2 ადგილი ვეშაპი კოლექციიდან საჩუქრად Oculus Headset, 5 სოლანა და 20 ქულა.
  • 3 ადგილზე გასულმა კი მიიღო 10 სოლანა და 10 ქულა.

Გადავიდეთ კონკურსის ყველაზე საინტერესო ნაწილზე, გაგაცნობთ იმ გამოწვევებს, რომელიც უნდა შეესრულებინათ ვეშაპების მფლობელებს.

  •  Პირველი კვირა :

IRL გამოწვევა:  თამაშში მონაწილე ადამიანები უნდა წასულიყვანენ თავიანთ საყვარელ რესტორანში, შეეკვეთათ მათთვის სასურველი კერძი და იქ მომსახურე პერსონალი დაერწმუნებინათ, რომ დღეს მისი დაბადების დღეა. თუმცა, ტრადიციული დაბადების დღის სიმღერის ნაცვლად მათ უნდა ემღერათ “IT’S THE FUCKING CATALINA WHALE MIXER”-ის ვარიაცია. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი უნდა განეთავსებინათ ტვიტერზე, დისქროდში და მოენიშნათ Catalina Whale-ის  ოფიციალური გვერდი ვიდეოების გადაღების და გაგზავნის ვადა 1 კვირა იყო, რის შემდეგ დაიწყებოდა მათი განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა. 

რაც შეეხება პირველ ვირტუალურ გამოწვევას, ეს უფრო ინტელექტუალური დავალება იყო. Catalina Whale საიტზე შესვლის და საფულის იდენტიფიცირების შემდეგ, თამაშის მონაწილეებს გამოუჩნდათ  დამფუძნებლების მიერ შერჩეული კითვები ვიკიპედიიდან. კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გადადიოდნენ გამოწვევის შემდეგ ეტაპზე, პირველი სამი ადამიანი ვინც ყველა კითხვას გასცემდა პასუხს იქნებოდა გამარჯვებული. 

  • Მეორე კვირა : 

მეორე ვირტუალური გამოწვევა ფრაზის გამოცნობას ეხებოდა. მოთამაშეებს უნდა გამოეცნოთ პროექტის დამფუძნებლების მიერ ჩაფიქრებული ფრაზა, რომლის სიტყვებიც სხვადასხვა სიმღერებში იყო ჩამალული.

Რეალური ცხოვრების გამოწვევა კი დაკარგული ვეშაპის ძიებას მოიცავდა, ვეშაპების მფლობელებს უნდა მოეფიქრებინათ კრეატიული ფლაერი/განცხადება მათი დაკარგული ვეშაპის შესახებ, გაეკრათ ისინი სხვადასხვა ადგილებში, გადაეღოთ ფოტოები და დაეტვიტათ. 

  • Მესამე კვირა :

ვირტუალური თამაში WORDLE სიტყვების გამოცნობა. სულ 10 სიტყვა იყო გამოსაცნობი. ამ შემთხვევაშიც პირველი 3 სწორი პასუხის მქონე მოთამაშეებმა გაიმარჯვეს.

Რაც შეეხება მესამე კვირის რეალური ცხოვრების გამოწვევას, მონაწილეებს უნდა გადაეღოთ ვიდეო, სადაც ისინი ისაუბრებდნენ თავიანთ ვეშაპებზე, მოიფიქრებდნენ ისტორიას და ქომუნითს გააცნობდნენ თუ რომელი და როგორი ვეშაპი ყავთ.

დამეთანხმებით, რომ ძალიან სახალისო, საინტერესო და საჩუქრებით სავსე 3 კვირა აჩუქეს დამფუძნებლებმა მთელს ქომუნითს. Catalina Whale ასევე მონაწილე იყო ყველაზე დიდი NFT NY  წვეულებისა, სადაც პროექტის დამფუძნებლები თავიანთ ქომუნითის წევრებთან ერთად იყვნენ წარმოდგენილნი. სწორედ მსგავსი ნაბიჯები აღვივებს ქომუნითში პროექტის მიმართ ნდობას.

Catalina Whale არის გლობალური გასართობი ფრენჩაიზი, რომელიც მის მფლობელებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს, გართობისა და კულტურის ინდუსტრიაში. კრიპტო სამყაროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის მსგავსი პროექტები წარმატებისკენ მიმავალი გზის გაგრძელებაა. Ძლიერი და მრავალრიცხოვანი ქომუნითს შემოკრებამ დამფუძნებლებს მოტივაცია მისცა გაეგრძელებინათ დასახული მიზნისკენ სვლა და მათ კიდევ ერთი ახალი პროექტი გაუშვეს Wagmi Beach – ზე. BUBBLEGOOSE დაარქვეს Wagmi Beach-ის ოფიციალურ მეორე პროექტს, რომელზე წვდომაც თავდაპირველად მხოლოდ Catalina Whale  ვეშაპების მფლობელებს ჰქონდათ. ეს კოლექცია პირველი პროექტის ლოგიკური გაგრძელებაა. შეგვიძლია, მეორე ეტაპადაც კი ჩავთვალოთ, რადგან Catalina Whale-ში დაგეგმილ და შესრულებულ დაპირებებს სწორედ ეს კოლექცია აგრძელებს და აძლიერებს.

Bubblegoose Ballers

Wagmi Beach პლატფორმა საოცარი შესაძლებლობაა დამწყები მუსიკოსებისა და ხელოვანი ადამიანებისთვის. მათ ეძლევათ შანსი თავიანთი ნამუშევრები web 3 სამყაროში მოაქციონ, Catalina Whale  და BUBBLEGOOSE კი Wagmi Beach-ის გავლით web 3 სამყაროში მოხვედრის შანსია.

Ჩემი აზრით, ამ ყველაფრის წაკითხვისა და გააზრების შემდეგ დაგაინტერესებთ ვინ დგას ამ პროექტის უკან, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც შეძლეს web 3-ში და NFT სამყაროში ახალი სიტყვა ეთქვათ.

ვეცადე ყველა ის დეტალი განმეხილა, რაც მნიშვნელოვნად მივიჩნიე, რომ უნდა გცოდნოდათ.  აქვე, გიტოვებთ მთლიანი პროექტის road map-ს  გადახედეთ და თავადვე მიხვდებით, რამხელა შრომა  და კრეატივი ჭირდება მსგავსი კოლექციის შექმნას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, NFT პროექტის წარმატება არა მხოლოდ პროექტის შემქმნელების, არამედ მთელი ქომუნითის დამსახურებაა.

Catalina Whale road map

სოციალური არხები:

სავაჭრო პლატფორმა:

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter