Coinswap – თანხის შეტანა გამოტანის ინსტრუქცია

ქოინსვაპი არის ქართული ფინტექ სტარტაპი, სადაც შეგიძლიათ crypto_ს ყიდვა- გაყიდვა. მისი განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მარტივად შეგიძლიათ გადაცვალოთ თანხა კრიპტოში, მისი ბირჟაზე გადატანის გარეშე. ქოინსვაპი აუქმებს ბირჟის, როგორც შუამავლის არსებობის აუცილებლობას. ამ სიმარტივის გარდა, ზოგავთ თანხას, ვინაიდან თითო ტრანზაქციაზე ქოინსვაპს 1% აქვს საკომისიო, განსხვავებით ბირჟებისგან, რომელთა საკომისიო დაახლოებით 2-3.5%-ს შეადგენს.

როგორ დავრეგისტრირდეთ ქოინსვაპზე?

  1. შევდივართ coinswap.ge-ზე და ვაწვებით რეგისტრაციას. 
  • მეილი 
  • პაროლი

(სასურველია იყოს რთული კომბინაცია: დიდი-პატარა ასოები, სიმბოლოები, ციფრები) 

  • ტელეფონის ნომერი.

2. ვეთანხმებით წესებს და პირობებს და ვაწვებით რეგისტრაციას.

რეგისტრაცია დასრულებულია. ახლა საჭიროა მომხმარებლის ავტორიზაცია და ვერიფიკაცია.

როგორ გავიაროთ ავტორიზაცია და ვერიფიკაცია?

რეგისტრაცია დასრულდა, მაგრამ ვერიფიკაციის პროცესის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა გავიაროთ ავტორიზაცია.

1.ვაწვებით ავტორიზაციას, სადაც ვწერთ მეილსა და პაროლს 

(რომელიც რეგისტრაციისას გამოვიყენეთ) 

2. ვეთანხმებით წესებსა და პირობებს და გადავდივართ შემდეგ გვერდზე.

3. ვირჩევთ დოკუმენტის ტიპს. 

4. ვტვირთავთ ფოტოს 

(ფოტო უნდა იყოს ნათელი და კარგი ხარისხის, მნიშვნელოვანია დოკუმენტის კუთხეები აღიქმებოდეს) 

5. სახის ამომცნობით ვერიფიკაცია.

(დააკლიკეთ “I’m Ready”-ის და მიჰყევით ინსტრუქციას, მნიშვნელოვანია თქვენი სახე წრეში მოაქციოთ და ყველა კუთხე დააფიქსიროთ.)

შენიშვნა: თუ თქვენს ლეპტოპს არ აქვს წინა კამერა, ქოინსვაპი  იძლევა შესაძლებლობას მობილურით გააგრძელოთ პროცესი.

სელფის ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, პლათფორმა კიდევ ერთხელ მოგთხოვთ გადაამოწმოთ რამდენად ზუსტია ინფორმაცია. დააჭირეთ “Next” ღილაკს და დაელოდეთ, თქვენი დოკუმენტების სანდოობის საბოლოოდ დადასტურდებას.

crypto marketi

როგორ ვიყიდოთ Crypto?

  1. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ყიდვის ველში უთითებთ სასურველი რაოდენობის სოლანასა და იმ ციფრული საფულის მისამართს, სადაც გსურთ სოლანა ჩაგერიცხოთ. (მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თუ სოლანას ნეთვორქს იყენებთ, მონიშნოთ USDC (Solana). 
  2. ველების შევსების შემდეგ, გამოგიჩნდებათ საბანკო რეკვიზიტები და ტრანზაქციის დეტალები. მიმღების ანგარიშზე უნდა ჩარიცხოთ კალკურილებული თანხა და მიზნობრიობაში მიუთითოთ დანიშნულებაში არსებული ტექსტი. 
https://youtu.be/oaIwL6E_FCU

 

როგორ გავყიდოთ Crypto?

  1. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, გაყიდვის ველში უთითებთ სასურველი რაოდენობის სოლანასა და საკუთარ ანგარიშის ნომერს, სადაც გსურთ სოლანა ჩაგერიცხოთ.
  2. ველების შევსების შემდეგ, გამოგიჩნდებათ დეპოზიტის მისამართი, რომელზეც უნდა გააგზავნოთ სასურველი რაოდენობის კრიპტო თქვენი ციფრული საფულიდან. 
https://youtu.be/3Pr0Pfmgwf0

ყოველი ტრანზაქციისას ქოინსვაპი გაძლევთ ტოკენს – $SWAP. ის ქოინსვაპის შიდა, ცენტრალიზებული, სტაბილური და მოქნილი ტოკენია, რომელიც შეგიძლია გადაუგზავნო მეგობარს, გახარჯო ქოინსვაპის Upcoming Marketplace-ზე და ა.შ.  

ასევე, მალე ამუშავდება რეფერალური სისტემა, რის მიხედვითც თქვენს მიერ მოწვეული ადამიანების აქტივობის ხარჯზე დაგერიცხებათ $SWAP- ები. 

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter