ციფრული საფულე

  • რა არის ციფრული საფულე? 
  • რაში გამოიყენება?
  • რის საშუალებას იძლევა და როგორ სრულდება მისი გამოყენებით სხვადასხვა ოპერაციები?

ციფრული საფულე არის ციფრული აქტივების (ვალუტების, NFT-ის…) შენახვის, გაგზავნისა და მიღების საშუალება.  

კრიპტო საფულეები ინახავს თქვენს საჯარო და კერძო გასაღებებს –  პაროლებს, რაც თქვენს აქტივებს უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას უნარჩუნებს. ისინი გაძლევენ წვდომას თქვენს საკუთრებაზე, რაც საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ და მიიღოთ კრიპტოვალუტები. წარმოიდგინეთ, რომ ციფრული/კრიპტო საფულეები თამაშობს paypal-ის ან mastercard-ის როლს Web 3 სამყაროში. მაშასადამე, მათი დახმარებით, შესაძლებელია ტრანზაქციების მართვა. 

ჩვეულებრივი საფულისგან განსხვავებით, რომელიც რეალურ ფულს ინახავს ანგარიშზე, კრიპტო საფულეები ტექნიკურად არ ინახავენ თქვენს კრიპტოვალუტას ან სხვა ციფრულ აქტივებს. თქვენი აქტივები განთავსებულია ბლოკჩეინზე, მაგრამ მათზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ პირადი გასაღებების გამოყენებით, რაც რეალურად ადასტურებს შენს მფლობელობას და საშუალებას გაძლევს მართო პროცესები. თუ დაკარგავ პირად გასაღებს, დაკარგავ შენს აქტივებზე წვდომას. ამიტომ გასაღების საგულდაგულოდ შენახვა მნიშვნელოვანია.

ახლა ცოტა რამ პირადი გასაღებების შესახებ. ციფრულ საფულეებს აქვთ ორი გასაღები – საჯარო და კერძო. 

ტექნიკურად, კერძო გასაღები (private key) არის შენი პაროლი, ხოლო საჯარო გასაღები (Public key) კი შენი საფულის მისამართი. აღსანიშნავია, რომ კერძო გასაღები 12 შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებული სიტყვების კრებულია, საფულესთან დასაკავშირებლად ყოველ ჯერზე 12 სიტყვის შეყვანა კი მოუხერხებელი, ამიტომ არსებობს პაროლი, (დიდი და პატარა ასოებისა და სიმბოლოებისგან შემდგარი), რომელიც გვეხმარება საფულის გამოყენება უფრო მარტივი გახდეს. მოკლედ რომ ვთქვათ საიდუმლო ფრაზას საკუთარი პაროლი აქვს.

კერძო გასაღები გაძლევს წვდომას შენს აქტივებზე და გაძლევს მათი მონიტორინგის უფლებას, ასევე კერძო გასაღები საჭიროა, რათა შენი საფულიდან სხვა საფულეში გააგზავნო კრიპტო ან NFT. რაც შეეხება საჯარო გასაღებს, ის არის საფულის მისამართი, რომელიც შეგიძლია გაუზიარო ნებისმიერს, რათა სხვებისგან მიიღო ციფრული აქტივები. მოკლედ რომ ვთქვათ, საჯარო გასაღები მსგავსია Paypal – ის იმეილისა. მთავარი განმასხვავებელი ამ ორს შორის არის ის, რომ კერძო გასაღებით თქვენ აგზავნით სხვა მისამართზე, საჯარო გასაღების გაზიარებით კი სხვებისგან იღებთ მას.

გამოყოფენ სამი სახის ციფრულ საფულეს: Soft, Hard და Paper.

Soft wallet – არის პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც ინახება კრიპტოვალუტები და პირადი გასაღებები. ამ ტიპის საფულეები ჩვეულებრივ გვხვდება დესკტოპის, მობილური და ონლაინ ფორმატებში, როგორიცაა ვებსაიტები და აპლიკაციები.

Hard wallet – მყარი საფულე არის ფიზიკური შენახვის მოწყობილობა, რომელიც ინახავს პირად გასაღებებს, ტოკენებს ან კრიპტოვალუტებს. ეს მოწყობილობა შეიძლება იყოს მაგალითად მყარი დისკი. Hard საფულეები, როგორც წესი, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე Soft საფულეები მისი ფიზიკური ოფლაინ ბუნებისა და პორტაბელურობის გამო. Hard საფულე USB დისკს ჰგავს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული hard საფულეა – Ledger.

Paper wallet – ქაღალდის საფულე შეიცავს გასაღებებს (private/public keys)  და QR კოდებს. 

ქაღალდის საფულეები ყველაზე უსაფრთხო საფულედ ითვლება, რადგან მას მხოლოდ სახე აქვს და ონლაინ ვერაფერს უკავშირდება, შესაბამისად სხვა პირის მიერ მისი არაკეთილსინდისიერად მოხმარება შეუძლებელია. მას უსაფრთხოების თვალსაზრისით hard საფულე მოსდევს, რომელიც, თავის მხრივ, soft საფულისგან განსხვავებით ბევრად უსაფრთხოა. ვინაიდან ის USB-ს ჰგავს, შეგიძლია ნებისმიერ მომენტში გამოაერთო წყაროდან და მასზე წვდომა არავის ექნება. soft საფულეები კი მუდმივად ონლაინ რეჟიმშია, და დაუცველობის შანსები ყველაზე მაღალია, თუმცა დანარჩენი ორისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი ყველაზე მოქნილი და მოსახერხებელია.

Phantom საფულე

ახლა კი გადავიდეთ სოლანას ბლოკჩეინის ყველაზე პოპულარული სოფტ საფულის, Phantom-ის გამოყენებაზე. როგორ უნდა დავასეტაპოთ ის ჩვენს მოწყობილობაზე და როგორ გამოვიყენოთ. 

Phantom არის კრიპტო საფულე, რომელიც გამოიყენება სოლანას ბლოკჩეინზე ტოკენების შესანახად, გასაგზავნად, მისაღებად, სტეიკინგისა და ტოკენების გაცვლისთვის.

Phantom საფულით შეგიძლიათ ტრანზაქციები და ურთიერთქმედება დეცენტრალიზებულ ფინანსურ (Defi) აპებთან, ბირჟებთან, NFT პლატფორმებთან და თამაშებთან Solana blockchain-ზე.

როგორ შევქმნათ ახალი Phantom საფულე?

ნაბიჯი 1: ჩამოტვირთე საფულე  ამისთვის, თქვენ უნდა გადახვიდეთ Phantom-ის ვებსაიტზე.

ნაბიჯი 2: აარჩიე სასურველი ბრაუზერი და დააკლიკე მას. გუგლის არჩევის შემთხვევაში, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები, Add to Chrome-ზე კლიკით საფულე დაუკავშირდება გუგლის ბრაუზერს.

ნაბიჯი 3: დააკლიკე ფანტომ საფულის extention-ს. ალბათ უკვე წარმატებით დაამატეთ Phantom Wallet Extension თქვენს ბრაუზერს.

წარმატებული ინსტალაციისას, Phantom საფულის ფანჯარა ავტომატურად გაიხსნება ახალ ჩანართში. თუ ასე არ მოხდა, შეგიძლიათ დააკლიკოთ ფაზლის ხატულაზე თქვენი ბრაუზერის ზედა, მარჯვენა კუთხეში და შემდეგ დააკლიკოთ Phantom Wallet-ს. კლიკის შემდეგ, ავტომატურად გაიხსნება ფანტომის ფანჯარა.

ნაბიჯი 4: დააწკაპუნეთ ახალი საფულის შექმნას – Create New Wallet

ნაბიჯი 5: ახალი საფულის შექმნაზე დაწკაპუნების შემდეგ, გამოგიჩნდება საიდუმლო აღდგენის 12 სიტყვიანი ფრაზა, იგივე მნემონიკი. გთხოვ, გაითვალისწინო და კარგად შეინახო სიტყვების ეს კომბინაცია, როგორც ნებისმიერ მოწყობილობაზე ასევე ფურცელზე თავის დაზღვევის მიზნით, რადგან შენი ანგარიშის აღდგენა, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია მხოლოდ ამ საიდუმლო ფრაზით, მისი დავიწყების შემთხვევაში ყველაფერს რაც საფულეზე გაქვს ან მომავალში გექნება დაკარგავ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. თუ კარგავ მნემონიკს, კარგავ ყველაფერს და არ არსებობს არანაირი ცენტრალიზებული ერთეული, რომელსაც მიმართავ და შეძლებს აღგიდგინოს შენი აქტივები. welcome to web 3.0 decentralized world, your security your responsibility:)) შეგიძლია დააკოპირო კოდი საიდუმლო აღდგენის ფრაზის ქვეშ კოპირების ღილაკზე დაჭერით.

ნაბიჯი 6: შექმენი პაროლი შენი საფულისთვის – შემდეგი ნაბიჯია პაროლის შექმნა. შეიყვანე პაროლი პაროლის ველში და დაადასტურე. დარწმუნდი, რომ ისეთი პაროლი დააყენე, რომელიც შედგება დიდი და პატარა ასოების, სიმბოლოებისა და რიცხვებისგან. შემდეგ დაეთანხმე წესებს და პირობებს და შეინახე, Save ღილაკზე კლიკით.

ნაბიჯი 7: კლავიატურის მალსახმობი (shortcut) – პაროლის დაყენების შემდეგ, თქვენი ბრაუზერის ფანჯარაში გამოჩნდება ინსტრუქციული შეტყობინება მარტივი გამოყენებისთვის. ეს არის მალსახმობი Phantom Wallet-ის გასახსნელად. დააწკაპუნეთ Alt+Shift+P ერთად, რათა გახსნათ Phantom Wallet ბრაუზერში ნავიგაციის გარეშე.

ნაბიჯი 8: ერთადერთი ღილაკი – Finish და შენი საფულე მზადაა.

ტრანზაქციები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ციფრული საფულიდან ნებისმიერი აქტივის გადარიცხვა სხვა მისამართზე ძალიან მარტივია. ამისთვის სულ რამდენიმე კლიკია საჭირო. პირველ რიგში უნდა შეიყვანოთ პაროლი, და დაუკავშირდე საფულეს. შემდეგ, უნდა დააკლიკო Send – გაგზავნის ღილაკს, აირჩიო სასურველი აქტივი, რომლის გადარიცხვაც გსურს. მოცემულ ველებში კი შეიყვანო პირველი – იმ საფულის მისამართი, სადაც გინდა აქტივის გაგზავნა, მეორე აქტივის რაოდენობა, ველების შევსების შემდეგ კი დააკლიკო გაგზავნის (send) ღილაკს. სულ ესაა.

როგორ შევქმნათ ახალი Phantom საფულე?

ტრანზაქციები

Animated GIF - Find & Share on GIPHY
Animated GIF - Find & Share on GIPHY

ახლა უკვე იცი, როგორ შექმნა და გამოიყენო ციფრული საფულე, როგორ მუშაობს და რა როლს ასრულებს ის Web 3.0 სამყაროში. 

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter