Bōryoku Dragonz – კოლექცია, რომელმაც თავისი ინოვაციურობით ახალი სტანდარტები შექმნა
4269 წელი – პოსტაპოკალიფსური სამყარო. კაცობრიობა მთლიანად განადგურებულია. ამ სამყაროს მხოლოდ Bōryoku Dragonz-ები შემორჩნენ. წარსული ცხოვრებიდან მხოლოდ ნარჩენებიღაა დარჩენილი, აქ გამომწყვედულ Bōryoku Dragonz-ებს კი მუდმივად გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. ყოველი მხრიდან საფრთხის მოლოდინში მყოფმა dragonz-ებმა გააცნობიერეს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა – მოლაპარაკებებსა და შეთანხმებაშია.
ეს არის კოლექციის მხატვრული ისტორია. კოლექციისა და პერსონაჟებისთვის ისტორიის მოფიქრებამ NFT მენტალობაში მყარად გაიდგა ფესვები. დღეს ყველა ცნობილ და წარმატებულ პროექტს აქვს საინტერესო და სახალისო აღწერა. მოკლედ რომ ვთქვათ ეს მარკეტინგის ერთ-ერთი ჭანჭიკია.
წარმატებული პროექტების მარკეტინგული გზის გაანალიზება საკმაოდ მრავლისმომცემი და საინტერესოა, განსაკუთრებით თუ თავადაც გინდა ამ სფეროში გამოსცადო საკუთარი თავი, ამიტომ მოდი, Bōryoku Dragonz-ების მარკეტინგული ხაზის განვითარებას თავიდან მოვყვეთ.
პროექტის შემქმნელებმა კოლექციის გასაშვებად გამოიყენეს დამალული გაყიდვის მეთოდი (Stealth Mints), რაც გულისხმობს ოფიციალური გაყიდვის თარიღამდე პროექტის გაყიდვის ლინკის (Minting link) მოულოდნელად გაზიარებას ქომუნითის წევრებისთვის. ძლიერი ქომუნითის მეშვეობით ლინკი word of mouth-ით სწრაფადვე გავრცელდა ინტერნეტში, რამაც პროექტის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. გუნდის მთავარი იდეა ძლიერი ქომუნითის ჩამოყალიბებაა, ქომუნითის – რომელიც გაუძლებს დროსა და გადალახავს დაბრკოლებებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ოფიციალური ლინკის დროზე ადრე გაზიარებით კი ძალიან ბევრ ადამიანს გააგებინეს მათი არსებობისა და ამ მიზნის შესახებ.
Boryoku Dragonz-მა რამდენიმე ინოვაციური სტრატეგია შემოიტანა NFT პროექტების განვითარებისთვის, რომელიც მიღებულ სტანდარტადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ NFT სამყაროში. მათ შორისაა ყოველდღიური TOKEN AIRDROPS თამაში, ტოკენის წვის მექანიზმით და მრავალჯაჭვიანი ქომუნითით, რომელიც მთლიანად განსხვავებულია მარტივი PFP (Picture for Proof) შეთავაზებებისგან. ამ მეთოდის წარმატებულად განხორციელება კარგი მარკეტინგული ხრიკია ინფლუენსერების, NFT ვეშაპებისა და NFT ქომუნითიში კოლექციისადმი მაღალი ინტერესის გასაჩენად, თუმცა დღეს უკვე ეს მეთოდი აღარ გამოიყენება სპამის და დაჰაკვის გაზრდილი რისკების შედეგად.
პროექტი შეიქმნა ისეთი ქომუნითისთვის, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს საერთო იდეის განხორციელებისა და განვითარებისთვის, ხოლო შემქმნელებმა პროექტის მთავარი მიზანი და სათქმელი კოლექციის სლოგანის სახით მოგვაწოდეს.
Bōryoku Dragonz მოიცავს 1,111 Dragon NFT-ის ექსკლუზიურ ერთეულს, რომელიც განთავსებულია სოლანას ბლოკჩეინზე, მთლიანი რაოდენობიდან პროექტმა 101 NFT გუნდის წევრებისთვის ხოლო 10 Legendary Dragonz აუქციონზე გასატანად გამოყო. Boryoku Dragonz კოლექციის პირველადი გაყიდვა დაიწყო 2021 წლის 3 ნოემბერს, საწყისი ფასი შეადგენდა 1.11 SOL. 1111 – იანი NFT კოლექცია 3 წუთზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ამ პროცესს პროექტის დაწყებიდანვე მხარს უჭერდა NFT კოლექციონერების, დიზაინერების, ქომუნითის მშენებლებისა და მხატვრების საუკეთესო გუნდი.
პირველი კოლექციის წარმატების შემდეგ, დადებითი ემოციებით დამუხტულმა გუნდის წევრებმა საოცარი შემართებით განაგრძეს პროექტის განვითარებაზე ზრუნვა, მათი იდეა ძლიერი ქომუნითის ჩამოყალიბების შესახებ ნელ-ნელა ისხამდა ფრთებს. დამფუძნებლებმა კოლექციის გაყიდვიდან 48 საათში ჩაუშვეს ელექსირი $BOKU (native token). სიუჟეტის მიხედვით ის ჯადოსნური რიტუალების და სოფელ ბორიოკუს ნანგრევების გამოყენებით შეიქმნა. $BOKU სიცოცხლეს უნარჩუნებს Bōryoku Dragonz -ებს. იგი იხარშება ყოველდღიურად და $BOKU BREW 67% ნაწილდება GENEZIS DRAGONZ -ის მფლობელებზე დღეში 7 ტოკენის სახით. რაც უფრო მეტი დრაკონის მფლობელი ხართ, მით უფრო მეტ ტოკენს მიიღებთ ყოველდღიურად.
$BOKU მნიშვნელოვან ელემენტად იქცა მთელი პროექტის ისტორიაში, მისი გამოყენება შესაძლებელი იყო როგორც დისქორდში რანგის განახლებისა და დამფუძნებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის დასამყარებლად, ასევე დრაკონების გასამრავლებლად და თამაშში მონაწილეობის მისაღებად.
1 $BOKU = 1 $BOKU.
პროექტის ფარგლებში სულ 4 კოლექცია გამოუშვეს : Boryoku Dragonz, Boryoku Dragonz eggz, Boryoku Baby Dragonz, Akumu dragonz. ეს არის პროექტი, რომლის გასაყიდმა მინიმალურმა ფასმა 500 სოლანას მიაღწია. იმ პერიოდში 500 სოლანას ღირებულება 50 ათასი დოლარს შეადგენდა და პროექტი თავისი საბაზრო კაპიტალიზაციით პირველ ადგილზე იყო სოლანას NFT კოლექციებს შორის.
კოლექციის მფლობელთა რიცხვი დღითი დღე იზრდებოდა, დამფუძნებლებლმა გადაწყვიტეს მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინათ წარმატებული პროექტის არსებობის შესახებ, ამისთვის დაამზადეს ბანერი, რომელიც კოლექციის მფლობელებს თავიანთ ტვიტერ ექაუნთზე უნდა განეთავსებინათ.
2021 წლის 29 ნოემბერი. Magic Eden-ზე პროექტის მეორე კოლექცია Boryoku Dragonz eggz ჩაეშვა გაყიდვაში. ეს იყო 8 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კვერცხი, თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება და ისტორია ჰქონდა აპოკალიფსურ სამყაროში.
ჯოჯოხეთის კვერცხი, ჩონჩხი რომელიც სოფლის მცხოვრებთა სულებს თავმოყრაში ეხმარება, ზომბიე კვერცხი – დაიბადა ბოროტებისა და სიხარბის გამო, კვერცხი ბრილიანტი-ასახავს გამძლეობასა და სიმამაცეს, მას ნებისმიერი ბოროტების დამარცხება შეუძლია.
კვერცხის შესაძენად საჭიროა 2 DRAGONZ და 882 $BOKU. ალფა და ბეტა დრაკონების შეწყვილების დასრულების შემდეგ იჩეკება კვერცხი, გამოჩეკვის პროცესი კი 21 დღე გრძელდება.
1 იანვარს პროექტმა დაიწყო მისი ნანატრი Boryoku Baby Dragonz ეტაპი, 4 იანვარს კი უკვე 180 კვერცხი გამოიჩეკა.
1111 უნიკლაურ დრაკონში იმალებოდა 10 legendary dragonz, რომლებიც Boryoku Dragonz-ის სამყაროში განსხვავებულ სოციალურ პოზიციას ფლობენ. 10 legendary dragonz -ის გასაყიდად აუქციონი მოაწყვეს, თითოეული დრაკონი ცალ-ცალკე გაიყვანეს აუქციონზე და რეკორდიც მოხსნეს სოლანას ისტორიაში. პირველი რეკორდი მე-6 დრაკონმა მოხსნა და გაიყიდა 800 სოლანად (168,200 $), თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მე-10 ბოლო legendary dragonz გაიყიდა 1111 სოლანად (235,000$). როგორი სიმბლორუსი ფასია არა? ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახვითი ხელოვნების ნიმუშების გვერდით გამოიფინა NFT კოლექცია Art Basel-ში. აუქციონიდან შემოსული თანხით კი დამფუძვნებლებმა sandbox-ში მიწა შეიძინეს.
ამის შემდგომ დაიწყეს თანამშრომლობა თამაშების შექმანასა და განვითარებაში დიდი გამოცდილების მქონე კომპანია MVstudios -სთან. კოლაბორაციის მთავარი ბენეფიტი BORYOKU DRAGONZ -ის მფლობელებისთვის კი Dragonzverse -ის დათვალიერება იყო.
პროექტის დამფუძნებლებმა ქომუნითის წევრებს ახალი წელი ბილბორდზე გაშვებული ვიდეოს სახით მიულოცეს, ეს ამაღელვებელი ჟესტი ძალიან მნიშნელოვანი იყო ქომუნითისთვის, ისინი ყოველთვის გრძნობდნენ პატივისცემასა და დაფასებას პროექტის გუნდისგან, რაც კიდევ უფრო მეტად უღვივებდათ ნდობასა და სიყვარულს კოლექციის მიმართ. პროექტის გულშემატკივრებმა და ქომუნითის წევრებმა, ამ საოცარი კოლექციისთვის მუსიკაც კი შექმნეს.
Boryoku-ს გუნდმა გამოუშვა dragonz -ის ჰუდი ექსკლუზიურად მათი მფლობელებისთვის, რაც მათ იდენტობის უფრო ღრმა შეგრძნებას აძლევს, გარდა ვირტუალური დრაკონებისა, ჰუდების შემდეგ გუნდმა კომპანია solshades-თან პარტნიორობით გაათამაშა 5 ვირტუალური სათვალე, რომელის მოგების შანსი Boryoku Baby Dragonz -ის მფლობელებს ქონდათ.
რა აძლიერებს ქომუნითს? როგორ შეიძლება მეტი ადამიანის მოზიდვა და დაინტერესება? ეს იმ მნიშვნელოვან კითხვებს შორისაა, რომელსაც უსვამენ საკუთარ თავს NFT კოლექციის შემქმნელები პროექტების დაწყების წინ, თუმცა ყოველთვის არის იმის მაღალი რისკი, რომ დასახულმა გეგმებმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიონ. Boryoku dragonz არის პროექტი, რომელმაც გაამართლა. მის დამფუძნებლებს საშუალება მიეცათ განეხორციელებინათ ყველა ის სურვილი, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. ისინი ბევრს მუშაობენ, ყოლვედღიურ კავშირი აქვთ ქომუნითის წევრებთან, რაც დრაივს აძლევს პროცესს. მათ Boryoku Pub Mini Game -იც კი შექმნეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ქომუნითს წევრების აღტაცება? NFT სამყაროში გეიმინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის ეს პროექტი სამოთხეა.
თამაშის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი $BOKU ტოკენია. თამაშში დრაკონების მისიაზე გასაგზავნად გჭირდებათ საკომისიოს გადახდა, რომელიც $BOKU -ს დაწვით ხორციელდება, თითოეულ მისიაზე დრაკონებს სხვადასხვა საჩუქრის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ, წარმატებული მისიის შემთხვევაში კი შეგიძლიათ თქვენი დრაკონები განავითაროთ, თუმცა ამისთვისაც $BOKU გჭირდებათ . მაგალითად მე-5 ლეველზე გადასასვლელად გჭირდებათ 5 $BOKU. რაც უფრო მაღალ ლეველზეა დრაკონი, მით უფრო მაღალია მისიის წარმატებულად დასრულებისა და საჩუქრის მიღების შანსი. საჩუქარი შეიძლება იყოს $BOKU ტოკენი, NFT და იშვიათად შემთხვევაში Baby Dragonz.
2022 წლის 2 ივნისს გუნდმა ახალი კოლექცია AKUMU DRAGONZ გამოუშვა, 10 000-იანი ექსკლუზიური კოლექცია ეთერიუმის ბლოკჩეინზე.
კოლექციის საჯარო გაყიდვის დაწყებამდე მათ რამდენიმეჯერ გაათამაშეს ვაითლისტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გათამაშება კრიპტოსამყაროში მომხდარ უსიამოვნო ფაქტს უკავშირდება. LUNA X UST დაცემის შემდეგ მათ მფლობელებს დიდ დანაკარგთან ერთად NFT და კრიპტო სამყაროს მიმართ უნდობლობა გაუჩნდათ, AKUMU -ს გუნდმა გადაწყვიტა წაეხალისებინა ეს ადამიანები. ვისაც სურვილი ჰქონდა ჩართულიყო ამ თამაშში უნდა მოეყოლათ ისტორია, თუ რა ზიანი მიიღეს LUNA X UST დაკარგვით, რა გეგმა ჰქონდათ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად. 5 ყველაზე საინტერესო ისტორიის მქონე ადამიანმა მიიღო ვაითლისთი AKUMU DRAGONZ კოლექციაში .
ინფლუენსერების როლი NFT მარკეტინგში
აქვე უნდა ვახსენოთ ის ინფლუენსერები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მთლიან პროექტში და მათი ჩართულობა პროექტის განვითარებას და ქომუნითში ნდობის გაღვივებას უწყობს ხელს.
Magic Eden-მა და Phantom -მა NFT NYC-სთვის გამართეს ღონისძიება, რომლის მთავარი პარტნიორი სწორედ Bōryoku Dragonz იყო. სწორედ ამ ღონისძიებაში იყო ჩართული Snoop Dogg, როგორც Bōryoku Dragonz კოლექციის მფლობელი, მან დაანონსა ის NFT-ები, რომლებიც გამოიფინებოდა ღონისძიებაზე.
რა არის პროექტის მომავალი?
Bōryoku Dragonz და AKUMU DRAGONZ კოლექციის მფლობელები ეპიკური მოგზაურობის გმირები არიან აპოკალიფსურ სამყაროში, სამყაროში, სადაც NFT მფლობელების ყოველ გადადგმულ ნაბიჯს მოაქვს შედეგი. პროექტის შემქმნელები გაძლევენ საშუალებას იყოთ გემის კაპიტანი ამ მოგზაურობაში და არა უბრალოდ მგზავრი. მათ მიზანი მეტავერსული გამოცდილების გაზიარება და ისეთი თამაშის შექმნაა, რომელიც მნიშვნელოვანი, საინტერესო და ღირებული იქნება თითოეული წევრისთვის. გუნდი ძალისხმევას არ იშურებს და აპირებს დიდ და ძლიერ ბრენდებთან თანამშრომლობას, რომელთა დახმარებითაც ქომუნითის წევრებისთვის საოცარ სიურპრიზებს ამზადებს.
და ბოლოს…
ჯერ კიდევ ამოუცნობ NFT სამყაროში, პროექტის წარმატების რისკი და გრძელვადიანი გეგმების დასახვა ძალიან რთულია, მაგრამ თუ არ გავრისკეთ და ვცადეთ, ვერასოდეს გავიგებთ იმუშავებდა თუ არა ჩვენი იდეა. ცხოვრებაც ხომ რისკია, დაშვებულ შეცდომებზე ვსწავლობთ…მოდით, მივცეთ შანსი ამ ძალიან საინტერესო და მიმზიდველ სივრცეს, განვვითარდეთ და მასთან ერთად შევქმნათ ჩვენთვის სასურველი რეალობა.
სოციალური არხები: