ბიტკოინის დომინირება და ბაზრის ტიპები

დღესდღეობით კრიპტო ინდუსტრიაში არსებული ათასობით ალტკოინის გარდა (SOL, Ethereum, Tether, Dogecoin…), ბიტკოინი, როგორც საწყისი კრიპტოვალუტა, კვლავ რჩება უდიდეს ციფრულ აქტივად საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით.  დროთა განმავლობაში, კრიპტო ბაზრის ღირებულებაში ბიტკოინის წილის დინამიკაზე დაკვირვებით, ტრეიდერებმა საბაზრო პირობების გარკვეული კანონზომიერებები შენიშნეს. სწორედ ისინი გახდა ერთგვარი ვაჭრობის სახელმძღვანელო, რომელიც ამჟამად ცნობილია ბიტკოინის დომინირების (Bitcoin dominance) სახელით, რომელიც გვთავაზობს ხედვას ბაზრის მიმდინარე ტენდენციის შესახებ.

ალტკოინი

ალტკოინი- ალტერნატიული მონეტა. ბიტკოინისაგან განსხვავებული ყველა სხვა კრიპტოვალუტა.
მომხმარებლისათვის ამჟამად 7000-ზე მეტი ალტკოინია ხელმისაწვდომი.

ბიტკოინის დომინირება და საბაზრო კაპიტალიზაცია

რას ნიშნავს კრიპტოს საბაზრო კაპიტალიზაცია და როგორი დამოკიდებულებაა მასა და ბიტკოინის დომინირებას შორის? მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტოს საბაზრო კაპიტალიზაცია გულისხმობს მიმოქცევაში არსებული ყველა კრიპტო აქტივის მთლიან ღირებულებას. რაც შეეხება ბიტკოინის საბაზრო ღირებულებას, იგი გამოითვლება ბიტკოინის მიმდინარე ფასისა და ბიტკოინის იმ რაოდენობის ნამრავლით, რომელიც აქამდე იქნა მოპოვებული.

ბიტკოინის დომინირების გამოთვლა კი შეგიძლიათ შემდეგი ფორმულით:

ბიტკოინის დომინირება = ბიტკოინის საბაზრო კაპიტალი / კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალი
Bitcoin dominance = Bitcoin market cap / Total cryptocurrency market cap

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიტკოინის დომინირებაზე

ტენდენციების ცვლილება:

ნათელია, რომ როგორც რეალურ, ისე ციფრულ სამყაროში ხშირად იცვლება ტენდენციები, რაც თავისთავად ბაზარზე ახდენს ზეგავლენას. მაგალითად, თუკი გადავხედავთ განვლილ პერიოდს დავინახავთ, რომ ალტკოინების პოპულარობამდე, ბიტკოინის დომინირების წილი საკმაოდ მაღალი იყო, 90%-ზე მეტი. თუმცა როდესაც ალტკოინებმა ერთობლივად მოიპოვეს მომხმარებლებისა და ინვესტორების მეტი ინტერესი, ბიტკოინმა დაკარგა ერთ დროს მისკენ მიმართული მთელი ყურადღება. 

მაშინ, როდესაც ბიტკოინის შექმნის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფინანსური ტრანზაქციებისთვის ალტერნატიული გზის გამონახვა, კრიპტო პროექტები იქმნებოდა კიდევ უფრო მრავალფეროვანი მიზნების განსახორციელებლად. ბიტკოინისგან განსხვავებით, ბევრი ალტკოინი ჩართულია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის გეიმინგში, ხელოვნებასა და დეცენტრალიზებულ ფინანსურ სერვისებში. მიმდინარე ტენდენციიდან გამომდინარე, ცხადია, შეიძლება რაიმე კონკრეტული ტიპის კრიპტო პროექტის გარშემო წარმოიშვას საზოგადოების დიდი ინტერესი, რამაც შესაძლოა ასევე იმოქმედოს ბიტკოინზეც. მაგალითად, NFT-ების მიმართ წარმოქმნილმა ყურადღებამ და აურზაურმა, რაც სასარგებლო იქნება მასთან დაკავშირებული ტოკენებისათვის, შესაძლოა ბიტკოინის დომინირების შემცირება გამოიწვიოს.

თუკი ვახსენებთ „სტაბილურ“ კრიპტო აქტივს, ალბათ ერთ-ერთი პირველი რაც გაგვახსენდება ბიტკოინი იქნება. თუმცა, ტრეიდერების გადაწყვეტილებებმა, ფასების დრამატული რყევებისა და მასთან დაკავშირებული მოგების შესაძლებლობების მიმართ, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ბიტკოინის დომინირებაზე, რაც გამოიწვევს თანხების გადინებას უფრო სარისკო აქტივებში. 

ბაზრის ტიპები და მათი გავლენა ბიტკოინის დომინირებაზე:

ბაზრის ტიპები

სანამ უშუალოდ ბაზრებთან მიმართებაში ბიტკოინის დომინირებას შევეხებით, მოდით განვმარტოთ მისი ორი ტიპი:  Bull market და Bear market.  ზოგადად რომ განვმარტოთ, Bull market არის ბაზარი, რომელიც ზრდადი და ეკონომიკურად ჯანსაღია, მაშინ როდესაც Bear market კლებადი ტენდენციისაა. სწორედ ამიტომ, Bear market შეიძლება უფრო საშიში იყოს ინვესტიციისთვის, რადგან ბევრი აქცია კარგავს ღირებულებას და ფასები იცვლება. შესაბამისად, ვოლ სტრიტის ინვესტორები ხშირად იყენებენ ტერმინებს “bullish” და “bearish.” პირველი მათგანი ნიშნავს, რომ ისინი ფასების ზრდას ელიან, ხოლო მეორე შემთხვევაში – ფასების კლებას.

არსებობს ასეთი გამონათქვამი: “The trend is your friend, until it’s not.”  რაც იმას გულისხმობს, რომ ვაჭრობა ხელსაყრელია მხოლოდ ბაზრის ზრდადი ტენდენციისას, თუმცა არცერთი ტენდენცია არ გაგრძელდება სამუდამოდ და ერთ დღეს ის შეიძლება დასრულდეს, რაც ვნახეთ COVID-19-ის გავრცელებისას, როდესაც მრავალწლიანი  Bull market-ის ტრენდი,  Bear market-მა ჩაანაცვლა.

როგორც უკვე ვთქვით, Bear market-ს ახასიათებს კლებადი ტენდენცია და შეიძლება იყოს უკიდურესად სარისკო და რთული გამოუცდელი ინვესტორებისთვის. როდესაც ფასი იწყებს ვარდნას, ბევრი ინვესტორი ჩქარობს ბაზრის დატოვებას, რათა არ დაკარგონ მთელი მოგება. აღნიშნულმა შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს დომინოს ეფექტი, რაც გულისხმობს, იმას რომ როდესაც ინვესტორები სწრაფად გადიან ბაზრიდან, ეს ზრდის სხვა ინვესტორების მოტივაციას, რომ მათაც დატოვონ პოზიციები, რაც თავისთავად აძლიერებს ბაზრის კლების ტემპს. რაც შეეხება Bear market-ის მაგალითებს, საფონდო ბაზრიდან შეგვიძლია გავიხსენოთ: დიდი დეპრესია, 2008 წლის ფინანსური კრიზისი, 2020 წლის საფონდო ბირჟის კრახი პანდემიის გამო, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ინვესტორებს და დიდი გავლენა იქონია აქციების ფასებსა და მთელს ბაზარზე. 

ამრიგად, კრიპტო ვალუტების ისტორიისთვის თვალის გადავლების შემდგომ დავინახეთ, უამრავი აღმავლისა და ვარდნის ეტაპები. ეს ტენდენცია მუდმივად ახდენდა გავლენას ბიტკოინის დომინირებაზე. უფრო კონკრეტულად, Bear market-ზე, სტაბილური კოინები ხშირად გამოიყენება კრიპტო-ინვესტორების სახსრების დასაცავად. სტაბილური კოინები არის ალტკოინი, რომელიც შექმნილია უფრო სტაბილური ფასის მქონე აქტივის ღირებულების შესანარჩუნებლად, მაგალითად როგორიცაა ფიატის ვალუტა, დოლარი. სტაბილური კოინის მაგალითებია USDC, USDT და BUSD, რომლებიც დოლართან ინარჩუნებენ 1:1 გაცვლით კურსს.  ბიტკოინიდან სტაბილურ კოინებში სახსრების გადინების დროს, ბიტკოინის დომინირება მცირდება.

აღსანიშნავია, რომ საპირისპირო ვითარება გვხვდება Bull market-ზე. როდესაც ბაზარი იზრდება, ტრეიდერებს ეძლევათ მოტივაცია, რომ ღირებულება გადაიტანონ სტაბილური კოინებიდან უფრო არასტაბილურ აქტივებში, რომლებიც გვთავაზობენ მეტ სავაჭრო შესაძლებლობას, როგორიცაა ბიტკოინი. თუმცა, დიდი მოგების მიღების მიზნით, ტრეიდერებმა შესაძლოა აირჩიონ უფრო სარისკო ვარიანტები და ლიკვიდურობა გადაიტანონ ალტკოინებში, რომლებიც კიდევ უფრო ცვალებადია ვიდრე ბიტკოინი, ამიტომ ბაზრის ხელსაყრელი პირობების საერთო ეფექტი ბიტკოინის დომინირებაზე დიდად დამოკიდებულია ინვესტორების ქცევაზე

ბიტკოინის დომინირების გამოყენება მისი ამჟამინდელი ფასით:

ზემოთ უკვე განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება სავაჭრო გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინოთ ბიტკოინის კომპონენტების ცვლილება.  მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული შაბლონი, მაინც შეგვიძლია განვიხილოთ რამდენიმე პოტენციური შედეგი, რაზეც შეიძლება მიუთითებდეს ბიტკოინის ფასისა და დომინირების სხვადასხვა კომბინაცია:

  • ბიტკოინის ფასისა და დომინირების ზრდა, შეიძლება მიუთითებდეს ბიტკოინის bull market-ზე.
  • ბიტკოინის ფასის ზრდა, მაგრამ ბიტკოინის დომინირების დაცემა, შეიძლება მიუთითებდეს ალტკოინის bull market-ზე.
  • ბიტკოინის ფასის კლება, მაგრამ ბიტკოინის დომინირების ზრდა, შეიძლება მიუთითებდეს ალტკოინის bear market-ზე.
  • ბიტკოინის ფასისა და დომინირების დაცემა, შეიძლება მიუთითებდეს bear market-ზე მთელი კრიპტო ბაზრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ფაქტორი აპრიორი არ გულისხმობს Bear ან Bull ბაზრის არსებობას, ისტორიული ტენდენციები და სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ფაქტორებს შორის არსებობს გარკვეული კორელაცია. 

ბიტკოინი

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიტკოინის დომინირება არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის ციკლები. ზოგიერთი ინვესტორი იყენებს მას სავაჭრო სტრატეგიების კორექტირებისთვის, ზოგი კი დივერსიფიცირებული პორტფელის სამართავად. აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბიტკოინის დომინირება არ იძლევა ბიტკოინის ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის ცვლილების გარანტიას, Bull market და Bear market-ები მუდამ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ვინაიდან ეს შეუქცევადი ციკლია და ასეც გაგრძელდება. თუმცა ზემოთ განხილული საკითხები შეიძლება გამოიყენოთ ერთ-ერთ ინსტრუმენტად, სხვადასხვა მეთოდებით ვაჭრობისთვის. 

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter