About

სოლმი არის სოლანას ბლოკჩეინზე ფოკუსირებული Web 3.0 – ში მოგზაურობის გზამკვლევი. ჩვენ ვქმნით კონტენტს ქართულ ენაზე – ცოდნით, რომელსაც ყოველდღიურად ვაგროვებთ, თუმცა ჩვენი მიზანი არის არა მხოლოდ თქვენთვის ციფრულ სამყაროში არსებული ცოდნის გაზიარება, არამედ ქართული სოლანა ქომუნითის ჩამოყალიბებაც.

ჩვენი სახელიც სოლმი სოლანას შთაგონებით შიქმნა. რატომ მაინცდამაინც სოლანა? გარდა მისი ბლოკჩეინის განსაკუთრებული მახასიათებლებისა, ჩვენი მიზნები ერთმანეთს დიდად ემთხვევა. სოლმიც მოკავშირეებს ეძებს, რომ ამ უზარმაზარ, გლობალურ სისტემაში საერთო იდეის გარშემო მყარად გაერთიანებულმა ადამიანებმა შევძლოთ ერთად ჩავერთოთ საინტერესო, სახალისო და სარგებლის მომტან ექპერიმენტებში.

ვიყოთ უდიდესი ინოვაციების ნაწილი, გავიგოთ მეტი ამ სამყაროს შესახებ, დავეხმაროთ ერთმანეთს საკუთარი მისწრაფებების პოვნაში, სწავლაში და უბრალოდ ვიმეგობროთ, როგორც საერთო ინტერესების, იდეოლოგიის ან სურვილების მქონე ადამიანებმა.