10 ყველაზე ძვირადღირებული NFT

ინოვაციები და ტექნოლოგიური სიახლეები თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბოლო რამდენიმე ათწლეულს თუ გადახედავთ, ალბათ ერთი შეხედვით წარმოუდგენლადაც კი მოგეჩვენებათ, როგორ ელვის სისწრაფით ვითარდება და იხვეწება ტექნოლოგიები – იქმნება ახალი გაჯეტები, სერვისები, კრიპტოვალუტები თუ სისტემები.ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ამ კუთხით, გასული წელიც გამორჩეული აღმოჩნდა, ვინაიდან გავხდით NFT ბაზრის ბუმის მომსწრენი. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ,

რა არის NFT?

NFT აქტივი სხვადასხვა სფეროში გამოიყენება – ფინანსებში, ხელოვნებაში, გეიმინგში….იგი პირველად ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, თუმცა პოპულარობის ზენიტს სწორედ გასულ წელს მიაღწია.  NFT არაგადაცვლად ტოკენს ნიშნავს (Non-fungible Token), რაც გულისხმობს იმას, რომ იგი არის უნიკალური და მისი სხვა აქტივით ჩანაცვლება შეუძლებელია. პირობითად, თუკი შეგიძლია კრიპტოვალუტა, როგორიცაა ბიტკოინი, გადაცვალო მის ალტერნატიულ კოინში ან ისევ ბიტკოინში, ეს NFT-ის შემთხვევაში არ ხდება, რადგან არც ერთი მათგანი არაა ერთმანეთის იდენტური. მაშინაც კი თუ ერთნაირი ვიზუალი აქვს, ისინი ღირებულებით განსხვავდება, სწორედ ამიტომ გამოიყენება NFT ტექნოლოგია ბლოკჩეინზე ავთენტურობისა და საკუთრების დამადასტურებელი საბუთის შესაქმნელად.

10 ყველაზე ძვირადღირებული NFT

და მაინც, რამდენს გადაიხდიდით ზემოთ მოცემულ ციფრულ სურათში? 100 დოლარს? 1,000? 10,000? იქნებ უფრო მეტს? ამ ბლოგში თქვენ იხილავთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ NFT-ს. მაშ ასე, დავიწყოთ:

1. Everydays: The First 5000 Days – 69.3 მილიონი დოლარი.

beeple

Everydays: The First 5000 Days არის ამერიკელი გრაფიკული დიზაინერის მაიკ ვინკელმანის ციფრული ნამუშევარი, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმით – ბიპლი. 2021 წლის თებერვალში ეს NFT 69.3 მილიონ დოლარად შეიძინა ინვესტორმა მეტაკოვანმა Christie’s-ში აუქციონის მეშვეობით.

NFT წარმოადგენს ბიპლის 5000 ნამუშევრის კოლაჟს, რომელსაც იგი ხატავდა 2007 წლიდან ყოველდღე, 13 წლის განმავლობაში. მისი ნამუშევრები  ხშირად პოსტაპოკალიფსურ პეიზაჟებადაა გამოსახული და ძირითადი თემატიკა ეხმიანება  მიმდინარე სიახლეებსა და პოპ კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს იყო პირველი კოლექცია, რომელიც მემკვიდრეობითი აუქციონის სახლმა Christie’s-მა გაიტანა აუქციონზე და ამ ჟესტით დამტკიცდა, რომ ნამდვილად შესაძლებელია ხელოვნება იყოს ციფრული და მისთვის არ არის აუცილებელი ფიზიკური თვისებების ქონა. 

2. Clock – 52.7 მილიონი დოლარი.

. Clock NFT

Clock ასახავს დინამიურ ტაიმერს, რომელიც ითვლის იმ დღეებს, რომლებიც ჯულიან ასანჟმა, WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ციხეში გაატარა. ასანჟი ჩართულია საკმაოდ გახმაურებულ საქმეში და ემუქრება ექსტრადიცია ბრიტანეთიდან აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდებით, პატიმრობა 175 წლამდე. 

NFT აუქციონზე გაიყიდა 16,953 ეთერეუმად 2022 წლის თებერვალში AssangeDAO-ს, დეცენტრალიზებულ ორგანიზაციის მიერ (DAO), NFT ქრაუდფანდინგის მეშვეობით. 

ამ საქმიანობაში ჩართული იყო ციფრული არტისტი პაკი და თავად ასანჟი, რომლებიც ასევე საშუალებას აძლევდნენ ნებისმიერ ადამიანს, რომ შეექმნათ საკუთარი კოლექცია. მათ შეეძლოთ საკუთარი მესიჯი გადაექციათ NFT-იდ და მოეხდინათ მისი ტოკენიზაცია ნებისმიერ ფასად ან უფასოდ. ხოლო ციფრული სურთებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემოდა თავისუფლების მომხრე ორგანიზაციებს, რომლებსაც აირჩევდნენ ასანჟი და პაკი.

3. HUMAN ONE – 28.9 მილიონი დოლარი

HUMAN ONE ბიპლის კიდევ ერთი რეკორდული NFT-ია, რომელიც არის მის მიერ შექმნილი პირველი ფიზიკური ნამუშევარი. ის Christie’s აუქციონზე 28,9 მილიონ დოლარად გაიყიდა 2021 წლის ნოემბერში. HUMAN ONE არის 3D მოძრავი სკულპტურა 4 ციფრული ეკრანით. მასში ნაჩვენებია ასტრონავტის ვიდეოთა ციკლი, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა ადგილებში. 

Animated GIF - Find & Share on GIPHY

4. CryptoPunk #5822 – 23.7 მილიონი დოლარი

CryptoPunk #5822

როგორც ერთ-ერთი პირველი ცნობილი NFT პროექტი, ყველაზე ძვირადღირებული NFT-ების სიას აგრძელებს პიქსელირებული CryptoPunk. CryptoPunk #5822 გაიყიდა 8000 ეთერეუმად 2022 წლის თებერვალში – ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სტარტაპის აღმასრულებელ დირექტორზე. აღსანიშნავია მისი უცხოპლანეტელის გამორჩეული ვიზუალი, ვინაიდან მთელს კოლექციაში მის მსგავს სულ 9 NFT-ის შეხვდებით.

5. CryptoPunk #7523 – 11.75 მილიონი დოლარი

შემდეგი ყველაზე ძვირადღირებული NFT ასევე CryptoPunk-ის ოჯახიდანაა. CryptoPunk #7523 აუქციონ Sotheby’s-ზე 11,75 მილიონ დოლარად გაიყიდა COVID-ის პანდემიის დროს, 2021 წლის ივნისში. საინტერესოა, რომ ზემოთ ნახსენებ უცხოპლანეტელთა 9 იშვიათ NFT-ისთან ერთად მას გამოარჩევს ისიც, რომ იგი ერთადერთი ნიღბიანი უცხოპლანეტელია.

CryptoPunk NFT

6. TPunk #3442 – 10.5 მილიონი დოლარი

TPunks

ზოგიერთი ადამიანი ამ TPunks-ს მისი მყიდველი Tron-ის პროტოტიპად მიიჩნევს.. Tpunk #3442 არის უიშვიათესი კრიპტოპანკი, რომელიც გამოირჩევა ჯოკერის სახის ვიზუალით. იგი 120 მილიონ TRX-ად გაიყიდა 2021 წლის აგვისტოში ჯასტინ სანზე, Tron-ის აღმასრულებელ დირექტორზე. ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული NFT, რომელიც ოდესმე გაყიდულა Tron blockchain-ზე, თუმცა სანმა იგი შესყიდვისთანავე შესწირა APENFT-ს, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს. მაგალითად თითოეული შეწირული NFT-ისთვის, APENFT 5000 დოლარს გადასცემდა საერთაშორისო ფილანტროპიულ ორგანიზაციებს, როგორიცაა One Tree Planted და Koala Clancy Foundation ხეების დარგვის პროექტების მხარდასაჭერად.

7. CryptoPunk #4156 – 10.26 მილიონი დოლარი

CryptoPunk NFT

დიახ, ჩვენს ყველაზე ძვირადღირებული NFT-ების ჩამონათვალს აგრძელებს კიდევ ერთი CryptoPunk.  #4156 არის მაიმუნი ლურჯი ბენდენით. მისი მფლობელის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ მოიპოვება, ვინაიდან იგი იყენებდა ფსევდონიმს “Punk 4156”, რომელმაც 1.25 მილიონ დოლარად შეიძინა 2021 წლის თებერვალში. თუმცა, იმავე წლის დეკემბერში, მან NFT 10.26 მილიონ დოლარად გაყიდა.

8. CryptoPunk #5577 – 7,7 მილიონი დოლარი

მერვე ადგილს ჩვენს სიაში იკავებს კიდევ ერთი მაიმუნის ვიზუალის მქონე CryptoPunk, ამჯერად კოვბოის ქუდით. CryptoPunk #5577 გაიყიდა 2,501 ეთერეუმად 2022 წლის თებერვალში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ არის დადასტურებული, ბევრი თვლის, რომ მყიდველი იყო რობერტ ლეშნერი, Compound Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც შესყიდვის შემდეგ დატვიტა „Yeehaw“.

CryptoPunk NFT

9. CryptoPunk #3100 – 7,58 მილიონი დოლარი

CryptoPunk NFT

2021 წლის მარტში 7,58 მილიონ დოლარად გაყიდული CryptoPunk #3100 ასევე ცხრა იშვიათი უცხოპლანეტელი პანკიდან ერთ-ერთი მათგანია და იგი ასევე ატარებს თავსაბურავს. 2022 წლის მაისის მდგომარეობით, ეს პანკი დალისტულია 35,000 ეთერეუმად. თუ ის ოდესმე გაიყიდება, ეს იქნება ყველაზე დიდი NFT გაყიდვა CryptoPunks-ის ისტორიაში.

10. CryptoPunk #7804 – 7,57 მილიონი დოლარი

და ბოლოს თქვენს წინაშეა CryptoPunk #7804. ეს არის ჩიბუხის მწეველი უცხოპლანეტელი შავი კეპითა და სათვალეებით. ის გაიყიდა 7,57 მილიონ დოლარად 2021 წლის მარტში. #7804 ეკუთვნოდა დიზაინერული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Figma-ს აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ამაყად მოიხსენიებდა მას, როგორც “ციფრულ მონა ლიზას”.

CryptoPunk NFT

ეჭვგარეშეა, რომ NFT-ები სულ უფრო პოპულარული ხდება ციფრულ სამყაროში და შესაბამისად გაყიდვების მხრივაც დაუჯერებელ ნიშნულს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა უბრალოდ საკოლექციო ნამუშევრებია, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ განსხვავებული ტიპის NFT-ები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა გამოყენების მიზნით. რამდენიმე მათგანზე სწორედ ჩვენს სხვა ბლოგებში მოგიყვებით, ამიტომ თვალი გვადევნეთ.

გაზიარება
Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter